პესკოვი თბილისში მიმდინარე აქციებზე: თვალს ვადევნებთ

სულ ნახვები : 234
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პუტინის პრეს-სპიკერი დმიტრი პესკოვი რუსული კანონის საქართველოში განხილვას კიდევ ერთხელ ეხმაურება. პესკოვი  ირწმუნება, რომ აგენტების კანონი რუსეთს არ უნდა დაუკავშირონ.

„ამ კანონპროექტს რუსული არანაირად უნდა ეწოდოს. საქმე ისაა, რომ მაინც, ალბათ, პირველად საკუთარ შიდაპოლიტიკურ ჰიგიენაზე თვალის დევნება დაიწყო აშშ-მ, რომელმაც, აი, ეს FARA მოიგონა. სწორედ მათ შემოიღეს ეს პრაქტიკა. ამიტომაც, ეს არანაირად არაა რუსული, ეს არის ნორმალური პრაქტიკა მრავალ სახელმწიფოში, რომლებიც აკეთებენ ყველაფერს, რათა თავი დაიცვან საგარეო გავლენისგან, პოლიტიკაზე უცხოური გავლენისგან, _ განაცხადა პესკოვმა.

პუტინის სპიკერის მტკიცებით, დემონსტრაციებმა საქართველოში იმპულსი უცხოეთიდან მიიღო. მისივე თქმით, მოვლენებს თვალს ადევნებენ.

„შიდაპოლიტიკური პროცესის ანტირუსული განწყობების პროვოცირების ინსტრუმენტად გამოყენება საქართველოს შიგნიდან არ უნდა მოდიოდეს. ეს, სავარაუდოდ, გარედან მოდის, ეს მშვენივრად გვესმის. და, ასევე, თვალს ვადევნებთ, რაც ხდება“, - აღნიშნა პესკოვმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა