შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე, რომ კიდევ ერთხელ გავაგონოთ ივანიშვილს - არა რუსულ კანონს - თინა ბოკუჩავა

სულ ნახვები : 104
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ჩვენი შვილები იბრძვიან ჩვენი ევროპული მომავლისთვის და ეს ევროპული მომავალი უნდა დავიცვათ ერთად! შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე, რომ კიდევ ერთხელ გავაგონოთ ივანიშვილს - არა რუსულ კანონს, კი ევროპას!“ - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციპნალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე.

მისი თქმით, პარტიული კუთვნილების მიუხედავად ყველამ ერთად უნდა იბრძოლოს საქართველოს მომავლისთვის.

„დღეს არის ერთიანობის დრო. ყველა თაობის წარმომადგენლებო, მიუხედავად ჩვენი პარტიული კუთვნილებისა, ჩვენ ვართ ერთად და ვიბრძოლებთ ჩვენი ევროპული მომავლისთვის.  ჩვენი შვილები იბრძვიან ჩვენი ევროპული მომავლისთვის და ეს ევროპული მომავალი უნდა დავიცვათ ერთად. ჩვენ, საქართველოს პროდასავლურმა ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ რუსული კანონი არ მიეღო ივანიშვილს პარტიას პარლამენტში. ვიბრძოლეთ სიტყვით, გავაკეთეთ ყველაფერი, მაგრამ მათ ძალადობრივად, მალულად მაინც მიიღეს რუსული კანონი, მაგრამ მხოლოდ პირველი მოსმენით. ეს არის მხოლოდ პირველი მოსმენა და გვახსოვს, რომ არ მოხდა შარშანაც, მაგრამ შემდეგ ივანიშვილის პარტიას მოუწია რუსული კანონის გაწვევა და მოუწია იმის გამო, რომ ათი ათასობით საქართველოს მოქალაქემ, ათი ათასობით საქართველოს ახალგაზრდამ არ დათმო ევროპული მომავალი და ევროპულ მომავალს არ დავთმობთ არც ახლა. ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის, ამიტომ გთხოვთ, შევიკრიბოთ რუსთაველის გამზირზე, რომ კიდევ ერთხელ გავაგონოთ ივანიშვილს - არა რუსულ კანონს, კი ევროპას!“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა