„ალტ-ინფოს“ დღეს ეგზისტენციალური პრობლემები აქვს, ეს კანონი დამატებით დახმარებას გაგვიწევს ამ მიმართულებითაც - ირაკლი კობახიძე

სულ ნახვები : 154
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს პრორუსული ძალები არიან პრაქტიკულად გამქრალი პოლიტიკური სივრციდან. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ბოლო პერიოდში აქტიურობდა, ეს გახლავთ „ალტინფო“. მას აქვს დღეს ეგზისტენციალური პრობლემები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გამჭვირვალობის კანონპროექტი პრორუსული ორგანიზაციების კიდევ უფრო შემცირებას შეუწყობს ხელს.

„რაც შეეხება პრორუსული ძალების გავლენებს საქართველოში, მინდა შეგახსენოთ 2012 წლიდან, 2012-2013-2014 წლებში მაშინაც ტარდებოდა ეროვნული არჩევნები. მაშინ პრორუსული პარტიები და კანდიდატები არჩევნებში იღებდნენ ხოლმე დაახლოებით ხმების 20%-ს. ეს ხდებოდა ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში. დღეს პრორუსული ძალები არიან პრაქტიკულად გამქრალი პოლიტიკური სივრციდან. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ბოლო პერიოდში აქტიურობდა, ეს გახლავთ „ალტინფო“. მას აქვს დღეს ეგზისტენციალური პრობლემები. შესაბამისად, ყველა ვხედავთ, რომ გასული 12 წლის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ამ კონკრეტული მიმართულებით სახელმწიფო სუვერენიტეტის რისკები შემცირებულიყო მინიმუმამდე და ამ შედეგს რეალურად მივაღწიეთ, თუმცა ეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ბუნებრივია, დამატებით დახმარებას გაგვიწევს ამ მიმართულებითაც“, - განაცხადა  კობახიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა