დღეს კობახიძემ პარლამენტის მერე განგვიცხადა, რომ საქართველო დაიხურა როგორც ქვეყანა - ნიკა გვარამია

სულ ნახვები : 103
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს კობახიძემ  პარლამენტის მერე განგვიცხადა, რომ საქართველო დაიხურა როგორც ქვეყანა - ამის შესახებ კანცელარიასთან მისულმა "ახალის" თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

გვარამიას თქმით, დაშლას არ აპირებენ და კანცელარიასთან კიდევ უფრო მეტი ოპოზიციონერი ლიდერი მივა.

"კობახიძეს უნდა ჩავხედო თვალებში და უნდა დაველაპარაკო. დღეს მან პარლამენტის მერე განგვიცხადა, რომ საქართველო დაიხურა როგორც ქვეყანა. თუ არ შეგვხვდება, თუ-ზე იფიქროს კობახიძემ... მოვლენ ახლა კიდევ ლიდერები", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა