აქციებმა დაგვანახა ამ კანონის საჭიროება - შალვა პაპუაშვილი

სულ ნახვები : 113
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ამ დღეებმა კიდევე ერთხელ დაგვანახა ამ კანონის საჭიროება, ამ აქციებმა და მისმა ორგანიზატორებმა და მათმა გაუმჭვირვალობამ დღემდე არ ვიცით, თუნდაც ის ტექნიკური არჭურვილობა ვისი დაფინანსებული არის, - ამის შესახებ დღეს, 18 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ გარე ძალების მიერ დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უბიძგეს პარლამენტის წინ შეკრებულ მოქალაქეებს, შესაძლო ძალადობრივი ქმედებებისკენ, ხოლო მანამდე ულტიმატუმი წაუყენეს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას.

„ჩვენ ვნახეთ გუშინ საბოლოო ჯამში ვისი ორგანიზებულიც არის ეს აქცია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ ისინი იდგნენ ზუსტად ბოლოს ტრიბუნასთან. ენჯეოების მხრიდან იყო ულტიმატუმის წარმოდგენილი პარლამენტის მიმართ და ერთ-ერთი ენჯეოს წარმომდგენელმა, რომელიც დანიის და ირლანდიის საელჩოდან ფინანსდება, ერთსაათიანი ულტიმატუმის ვადაც კი დაგვითქვა, ამიტომაც ამ საელჩოებმაც უნდა დააფიქსირონ თავისი პოზიცია, ერთი, რომ ეს რის მიზანი მათი დაფინანსებისა, რომ ულტიმატუმები წამოუყენონ ქართველი ხალხის წარმომადგენლობით ორგანოს, რა კანონი მიიღოს და რა კანონი არ მიიღოს და არა მხოლოდ ეს. ერთ საათიანი ვადა მისცეს, მაშინ როდესაც ხალხი არის შეკრებული და ამით მოახდინოს რაიმეს ინსპირირება. ეს ვადა, რომ გავიდა იგივე ენჯეოს ხელმძღვანელმა, აქციის მონაწილეებს მოუწოდა გადაადგილება კანცელარიისკენ და ამით წაიყვანა აქციის ნაწილი შესაძლო ძალადობრივ ქმედებისკენ. წარმოიდგინეთ საქართველოს სახელმწიფო ნიდერლანდებში ან დანიაში აფინანსებდეს ორგანიზაციას, რომელიც დადგება და ნიდერლანდების ან დანიის პარლამენტის წინ და ულტიმატუმებს წამოუყენებს პარლამენტს და ამ ულტიმატუმის არ შესრულების შემდგე, წავა განზრახ, შესაძლო ძალადობაზე. ეს არის ის, რაც აჩვენებს რამდენად საჭირო არის, რომ ვიცოდეთ ზუსტად ვინ დგას ასეთი დაფინანსებების უკან", -განაცხადა პაპუაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა