არასამთავრობო ორგანიზაციებს ამოფარებული არიან პარტიები - არჩილ თალაკვაძე

სულ ნახვები : 90
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აქამდე ვერცერთი სოლიდური არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, რატომ ეწინააღმდეგებიან საქართველოს ინტერესებს, მისი სუვერენიტეტის და დემოკრატიული სისტემის დაცვას გარე ჩარევისგან, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, არასამთავრობო სექტორში არიან სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციები და თითოეულს კონკრეტული დავალება გააჩნია.

„არასამთავრობო ორგანიზაციებს ამოფარებული არიან პარტიები, რომლებიც ქვეყანაში ძალადობასა და დესტაბილიზაციას პირდაპირ აორგანიზებენ. ისინი ფინანსდებოდნენ ყოველგვარი ანგარიშვალდებულების გარეშე. ასევე, არიან ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებისთვის ძირის გამოთხრას ცდილობდნენ, თუმცა ხელისუფლებამ ეს პროვოკაცია თავიდან აიცილა, რაც ძირს უთხრიდა ქვეყნის დემოკრატიას. მაგალითები ადასტურებს, რომ საჭიროა გამჭვირვალობა, ვალდებულება, რომ დეკლარაცია ჩააბარონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა. თუ ვინმე და რამე სამოქალაქო საზოგადოებას და მის იდეას აზიანებს, ეს არასამთავრობო სექტორს ამოფარებული პარტიები არიან. ასევე, ის პარტიები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებად არიან დარეგისტრირებული. მათ პოლიტიკაში ყოფნა უნდათ, მაგრამ არ უნდათ გამოჩენა. ამიტომ ეს უნდა იყოს გამჭვირვალე და თავიანთი საქმიანობა განაგრძონ, მაგრამ თქვან, საიდან იღებენ დაფინანსებას“,- განაცხადა თალაკვაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა