ვიაჩესლავ ვოლიდინი რუსულ კანონზე: „მისი მიღების მოწინააღმდეგეები სხვა სახელმწიფოს ინტერესებში მოქმედებენ“

სულ ნახვები : 150
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,ქართული ოცნების" რუსულ კანონს რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი ეხმაურება.

„ვნებათაღელვაა საქართველოში. განიხილავენ უცხოეთის გავლენის აგენტების კანონს. კრიტიკოსები ამბობენ, რომ კანონის მიღება რუსეთის ინტერესებშია.

ამასთან დაკავშირებით,  შემდეგი უნდა ვთქვათ: ნებისმიერმა სახელმწიფომ, რომელსაც უნდა, რომ სუვერენული იყოს, რომელშიც ხალხს საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება აქვს, ვალდებულია მიიღოს უცხოეთის აგენტების კანონი, რომლის არსი უცხოეთიდან შიდა საქმეებში ჩარევის აღკვეთაში მდგომარეობს.

კანონის მიღების მოწინააღმდეგეები ერთმნიშვნელოვნად სხვა სახელმწიფოს ინტერესებში მოქმედებდნენ.

უცხოეთის აგენტების კანონის ისტორია 1938 წელს აშშ-ში დაიწყო. უნდა ითქვას, რომ მისი ნორმები დღემდე მსოფლიოში ყველაზე მკაცრად რჩება. კანონი ნებას რთავს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, ართულებს მედიის მუშაობას და ინფორმაციის გავრცელებას. მოთხოვნების დარღვევა კი 5-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.

დღეს, აშშ-ს გარდა, ამა თუ იმ, მაგრამ გაცილებით ლიბერალური ფორმით მოქმედებს ბრიტანეთში, ისრაელში, ავსტრალიაში და სხვა ქვეყნებში. რუსეთში ეს კანონი 2012 წელს იქნა მიღებული.

ვაშინგტონისა და ბრიუსელის ზეწოლის მიუხედავად  ამას წინად კანონი მიიღეს უნგრეთსა და ყირგიზეთში. უცხოეთის გავლენის შეზღუდვა განიხილება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საფრანგეთშიც. ოღონდ თბილისისგან

საქართველოში, არამედ საფრანგეთშიც. ოღონდ თბილისისგან განსხვავებით, პარიზში არ არის საპროტესტო აქციები, არც შენიშვნები აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან.

ყველაფერი ვაშინგტონის პოლიტიკის ბრალია, რომლის სათავეში საკუთარი ექსკლუზიურობის, სხვებზე უპირატესობისა და ორმაგი სტანდარტების პრინციპები დგას.

ერთ ქვეყნებს, რომლებიც მზად არიან ვაშინგტონს ემსახურონ შეუძლიათ კანონის მიღება, ოღონდ მხოლოდ აშშ-ს ნებართვით. სხვებს, რომელთაც სურთ უცხოეთის გავლენისა და ქვეყნის დამონების შეჩერება, ასევე დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა – არ შეუძლიათ. ამ შემთხვევაში ხდება ქუჩის გამოსვლების, არეულობისა და უცხოური წნეხის ორგანიზება. ზუსტად  ეს ხდება საქართველოში.

ასეთი ისტერიკა უცხოეთს აგენტების კანონის გარშემო მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ვაშინგტონს და ბრიუსელს მოქმედი საქართველოს ხელისუფლების დამხობა აქვს გადაწყვეტილი, ამაზე ფული უკვე გამოყოფილია და კანონის მიღებამ შესაძლოა ეს გეგმები ჩაშალოს, _ წერს საკუთარ ტელეგრამ არხზე დუმის სპიკერი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა