რატომ ვერ უმკლავდება შსს ნარკოტიკების გასაღებისა და გავრცელების მზარდ ტენდენციას? - დეპუტატების კითხვა გომელაურს

სულ ნახვები : 112
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რა მიზეზებია, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ უმკლავდება ნარკოტიკების გასაღებისა და გავრცელების მზარდ ტენდენციას? - ამ კითხვით დღეს ოპოზიციონერი  ქალი დეპუტატები შს მინისტრს ვახტან გომელაურს მიმართავენ, რომელიც პარლამენტში ინტეპპელაციის წესით დაიბარეს.

„უკანასკნელ პერიოდში, საზოგადოებაში განსაკუთრებით გამწვავდა წუხილი, თბილისის მასშტაბით კონკრეტულ ტერიტორიებსა და საცხოვრებელ კორპუსებში, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და დატოვების გახშირებულ შემთხვევებზე. აღნიშნულს კი მოსახლეობა, იმ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ბავშვები, ცხადად აღიქვამენ და აანალიზებენ. მოსახლეობაში გამძაფრებული წუხილის საპირწონედ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ვერ ხერხდება ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა. შესაბამისად, გთხოვთ განმარტოთ რა მიზეზებია, რის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერ უმკლავდება ნარკოტიკების გასაღებისა და გავრცელების მზარდ ტენდენციას?. გაქვთ თუ არა შემუშავებული სამოქმედო გეგმა ნარკოტიკული საშუალებების გასაღება/გავრცელების პრევენციის მიმართულებით?“, - ნათქვამია მინისტრისადმი დეპუტატების მიმართვაში, რომელსაც 7 ოპოზიციონერი ქალი დეპუტატი აწერს.  მათ პოზიციას პარლამენტში თეონა აქუბარდია წარადგენს.

დეპუტატების კითხვები ასევე ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებს შეეხება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა