მოტყუებით დაეუფლნენ 50 000 ლარს და 30 000 დოლარს - სასამართლომ ორი პირი დამნაშავედ ცნო

სულ ნახვები : 84
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა საქართველოს პროკურატურის თანამშრომლის სახელით ისარგებლეს და დაზარალებულებს დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს.

„მსჯავრდებულებმა ყალბი ინფორმაციის მიწოდებით ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლები, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქე დაარწმუნეს, თითქოსდა შეეძლოთ, სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის საინვესტიციო პირობებით საკუთრებაში გადაცემა, ასევე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის მოგვარება, რის სანაცვლოდაც, მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულთა კუთვნილ, დიდი ოდენობით თანხას 50 000 ლარს და 30 000 აშშ დოლარს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 6-6 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა