„თუ დახმარება არ იქნება, უკრაინამ 2024 წლის ბოლომდე, შესაძლოა ომი წააგოს“ - CIA-ს დირექტორი

სულ ნახვები : 100
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

CIA-ს დირექტორმა (აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ) უილიამ ბერნსმა ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ის კონგრესის მიერ სამხედრო დახმარების კანონპროექტის მიღება შეიძლება დაეხმაროს უკრაინას, რომ ომი არ წააგოს 2024 წლის ბოლომდე და ჩაშალოს რუსეთის გეგმები.

უილიამ ბერნსმა ამერიკელ კანონმდებლებს მოუწოდა, მიიღონ დამატებითი კანონპროექტი, რომელიც უკრაინას მილიარდობით დოლარის სამხედრო დახმარებას გაუწევს.

,,სამხედრო მხარდაჭერით, როგორც პრაქტიკული, ასევე ფსიქოლოგიური, უკრაინელები კარგად არიან განლაგებულნი, რომ გაუძლონ 2024 წლის ბოლომდე და გაანადგურონ პუტინის ამპარტავანი შეხედულება, რომ დრო მის მხარესაა, _ განაცხადა უილიამ ბერნსმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა