მარტში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 4.0%-ით გაიზარდა

სულ ნახვები : 168
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

2024 წლის მარტში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 4.0 პროცენტიანი მატება - აღნიშნულ მონაცემებს საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური ავრცელებს.

ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების 0.6-პროცენტიანი მატება სასმელებზე და 5.5-პროცენტიანი მატება ძირითად ლითონებზე.

ასევე, ფასების 0.1-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.01 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

„12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 9.2 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.55 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (8.5 პროცენტი); დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 2.7 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 2.19 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: კვების პროდუქტები (5.0 პროცენტი) და სასმელები (6.9 პროცენტი); ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 11.1 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 1.16 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა; წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 5.7 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.12 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა