პოლიციაზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას - გომელაური

სულ ნახვები : 90
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პოლიციაზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას და ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არის დაუშვებელი, - ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დღეს, 19 აპრილს პარლამენტი სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

გომელაურის თქმით, მისთვის გასაკვირი იყო კითხვები, რომლებიც არსებობდა პოლიციის არყოფნაზე, რადგანაც როდესაც პოლიცია დგას პარლამენტთან მაშინ არის მოსაზრება, რომ უპრეცედენტო მობილიზებაა.

რაც შეეხება აქციის მესამე დღეს, პოლიციის კორდონი აღარ იყო მობილიზებული შენობის გარშემო, რადგანაც შენობაში სამუშაო პროცესი დასრულებული იყო და იქ არავინ იმყოფებოდა. ამაზე ძალიან ბევრი კითხვები იყო სად გაქრა პოლიცია. როდესაც პოლიცია არის ამბობთ, რომ უპრეცედენტო მობილიზება იყო. ხან მოგწონთ პოლიცია, რომ არის და ხან არ მოგწონთ, ეგეც არ ვიცი რომელია უკეთესი თქვენთვის, თავად გადაწყვიტეთ.

ცნობისთვის, 17 აპრილს პარლამენტთან გამართული აქციის დროს, საპარლამენტო ორგანოსთან არცერთი პოლიციელი არ იმყოფებოდა. აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ 18 აპრილს, პარლამენტის მთელი ტერიტორია, მაშინ როდესაც სამუშაო პროცესი ასევე დასრულებული იყო, სრულად იყო გარშემორტყმული სამართალდამცავების მიერ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა