ТАСС: „ნეონაცისტური დაჯგუფება Белая Масть-ის დაჯგუფების ლიდერი თავს საქართველოს აფარებს“

სულ ნახვები : 112
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსმა ძალოვანებმა დროებით ანექსირებულ ყირიმში 16 და 17 აპრილს სპეცოპერაცია ჩაატარეს. ТАСС-ის ცნობით დაკავებულია ნეონაცისტური დაჯგუფება Белая Масть-ის 12 წევრი.

რუსული მედია ამტკიცებს, რომ დაჯგუფების ლიდერი და დამფუძნებელი მიხაილ მაუროვი თავს საქართველოს აფარებს.

,,დაკავებულების სახლებიდან რუსეთის სპეცსამსახურებმა ამოიღეს ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი, ტყვია-წამალი, აკრძალული ექსტრემისტული ლიტერატურა, ნაციონალისტური ატრიბუტიკა.

დაჯგუფების ლიდერს დავალებული ჰქონდა საბრძოლო ერთეულის ფორმირება, გაწვრთნა და უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა". – იუწყება TACC.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა