მომზადდა გრაფიკული ვიდეორგოლები, საინფორმაციო ბანერები და პოსტერები - გომელაური ნარკოტიკებთან ბრძოლის მეთოდებზე

სულ ნახვები : 129
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

შინაგან საქმეთა სამინისტრო რატომ ვერ უმკლავდება ნარკოტიკების გასაღებისა და გავრცელების მზარდ ტენდენციას? - ამ კითხვაზე შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით შსს-მ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაატარა.

მისი თქმით, საზოგადოებაში მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას, ცნობიერების ამაღლებას, ნარკოტიკების გამოყენების მავნებლობაზე არაერთი სატელევიზიო და რადიო ეთერი დაეთმო.

„ბოლო 2 წლის განმავლობაში ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით შსს-მ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაატარა. საზოგადოების ინფორმირებისთვის მუდმივ რეჟიმში იმართება ბრიფინგები ნარკოდანაშაულისა და ნარკორეალიზატორებთან ბრძოლის მიმართულებით. კრიმინალურ დოკუმენტს სერიალ „პოლიციის ფაილების“ არაერთი სერია მიეძღვნა ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის და ნარკორეალიზატორების დაკავებას, მის შედეგებს - ნარკოტიკების მიღების ზიანსა და საფრთხეებს. სერიებში განხილული იყო, როგორც კომპლექსურად ჩატარებული ოპერაციები, ასევე ნარკორეალიზატორებთან წარმატებული ბრძოლის შედეგები.

საზოგადოებაში მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას, ცნობიერების ამაღლებას, ნარკოტიკების გამოყენების მავნებლობაზე არაერთი სატელევიზიო და რადიო ეთერი დაეთმო. ასევე, ევროკავშირის მხარდაჭერით, მომზადდა გრაფიკული გრაფიკული ვიდეორგოლები , საინფორმაციო ბანერები, რომლებმაც მოიცვა როგორც სატელევიზიო ასევე ინტერნეტ სივრცეები“ ,- აღნიშნა მინისტრმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა