„არ უნდა იკადრო ის, რასაც ელისაშვილი კადრულობდა“ - კალაძე დეპუტატის ცემაზე

სულ ნახვები : 95
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

შენ როდესაც  მშვიდობიანი მომიტინგე, არ უნდა იკადრო ის, არ უნდა გააკეთო, რასაც ელისაშვილი კადრულობდა, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ  პოლიციის მხრიდან ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის ცემის ფაქტზე.

კალაძის თქმით, მედიას მაშინ უნდა გსაჩენოდა შეკითვები, რპოდესაც ელისააშვილმა  პარლამენტში  იძალადა. 

თქვენ მაშინ უნდა მოსულიყავით და დაგესვათ შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რაც ელისაშვილმა იკადრა. ეს მისაღები იყო,  ნორმალური ფორმაა ეს? პარლამენტში ასე უნდა იყოს? არანაირ ძალადობას გამართლება არ აქვს, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს, არც ფსიქოლოგიურ ძალადობას.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შენ როდესაც ხარ მშვიდობიანი მომიტინგე, არ უნდა იკადრო ის, არ უნდა გააკეთო, რასაც ელისაშვილი კადრულობდა. ხომ უვარდებოდა იმ პოლიციელებს. შეუვარდა პოლიციელებს და მოწოდებები ჰქონდა, რომ გამომყევით, შევანგრიოთო ეს... არ არის ეს სწორი დამოკიდებულება და არ ჯდება არცერთ დემოკრატიულ პრინციპში", - განაცხადა  კალაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა