ბატონი გომელაური წარმოადგენს მატყუარა, აფერისტობაში გაწაფულ ხელისუფლებას - ლევან ხაბეიშვილი

სულ ნახვები : 1,674
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ბატონი გომელაური წარმოადგენს მატყუარა, აფერისტობაში გაწაფულ ხელისუფლებას, შესაბამისად, თქვენ ყველა წარმოადგენთ მატყუარა აფერისტების ხელისუფლებას, რომელმაც რუსული კანონის შემთხვევაშიც მოატყუა ხალხი,- ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის თქმით, ხელისუფლებაში რადიკალები და პროვოკატორები არიან.

„დღეს ბატონი გომელაური წარმოადგენს მატყუარა აფერისტობაში გაწაფულ ხელისუფლებას. თუ არ ხარ გაქნილი თაღლითი, მატყუარა, რომელსაც შეგიძლია, რომ ადამიანებს პირობა მისცე, მერე გადააგდო, მოატყუო, ამ შემთხვევაში თქვენ ვერ მოხვდებით ხელისუფლებაში. შესაბამისად, წარმოადგენთ მატყუარა აფერისტების ხელისუფლებას, რომელმაც რუსული კანონის შემთხვევაშიც მოატყუა ხალხი. მამუკა მდინარაძე გამოვიდა და თქვა, რომ უპირობოდ გაიტანდა ამ კანონს და შემდეგ მოტყუებით, როგორც სჩვევიათ ხოლმე, ხელმეორედ შემოიტანეს ეს კანონი. თუ არ შეგიძლიათ ტალახის მაწვნად წარმოჩენა, ვერ იქნებით ხელისუფლებაში. გომელაურს ნამდვილად შეუძლია ამის გაკეთება და არის კიდეც თაღლითების, აფერისტების, მატყუარების, კორუმპირებულების მთავრობის წარმომადგენელი. არ არსებობს ერთი ადამიანი, ერთი ოჯახი, ვისაც ეს კანონი ეხება პოზიტიურად დედამიწაზე. რადიკალები, პროვოკატორები ხართ ხელისუფლებაში, რადგან ზუსტად იცოდით რა მოჰყვებოდა რუსული კანონის შემოტანას, მაგრამ ხალხის საწინააღმდეგოდ მაინც შემოიტანეთ. არ არსებობს ამაზე არგუმენტი, რომ არ იცოდით, რომ ხალხს არ უნდა რუსული კანონი, რომ თითქოს თქვენ არ იცით ხალხს უნდა ევროპა და შესაბამისად ზუსტად იცოდით რა მოჰყვებოდა ამ პროცესებს, მაგრამ რუსების დავალების შესაბამისად ეს კანონი შემოიტანეთ. რატომ გწყინთ? იმიტომ, რომ ეს არ იყო არც თქვენი დღის წესრიგის თემა, არც საუბრობდით ამაზე, უბრალოდ ვერ აიტანეთ გაღიმებული ბედნიერი ქართველი, რომელიც აღნიშნავდა ევროპის ჩემპიონატზე გასვლას. შემდეგ თქვენს პრემიერ მინისტრს უსტვინეს ახალგაზრდებმა, ამ აღნიშვნის პარალელურად და ასეთი სადამსჯელო ღონისძიება მოიფიქრეთ“,  - განაცხადა ხაბეიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა