ოპოზიციაში რამდენიმე ქალს ხელში მაუზერი რომ ეჭიროს, თავში ისე დაგვახლიდნენ თვალსაც არ დაახამხამებდნენ - პაპუაშვილი

სულ ნახვები : 169
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ოპოზიციაში რამდენიმე ქალი გამოირჩევა, რომელიც სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობს - დარწმუნებული ვარ, ხელში მაუზერი რომ ეჭიროთ, თავში ისე დაგვახლიდნენ, როგორც არაფერი! - ამის შესახებ პარლამენტის თავმდჯომარემ, შალვა პაპუაშვილმა , განაცახადა.

პაპუაშვილი თვლის, რომ ოპოზიციონერი ქალების ქცევებში აგრესია და ზიზღი მოედინება.

„მაშინ, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, მათ მაუზერები ჰქონდათ - იყვნენ ამით შეიარაღებული და ყველას ახსოვს, რასაც აკეთებდნენ. თვალს არ ახამხამებდნენ, ისე უსწორდებოდნენ ადამიანებს ქუჩაში თუ საპატიმროში, ისე რიყავდნენ ადამიანებს, ისე თიშავდნენ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. დღეს ოპოზიციაში არიან, ეს მაუზერები ხელში ვეღარ უჭირავთ, მაგრამ თაროებზე აქვთ შენახული.

დარწმუნებული ვარ, როგორც კი ერთი გრამი ხელისუფლება მიეცემათ, ტყავის ქურთუკებს ისევ გადმოალაგებენ, ჩაიცვამენ, მაუზერს მოიმარჯვებენ და საზოგადოებას ისევე დაერევიან, როგორ იყვნენ დარეულები.

ეს ადამიანები აიდენტიფიცირებენ თავს რაიმე ევროპულთან - ეს ადამიანები, რომლებიც ბოლშევიკების შთამომავლები არიან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა