ამ უსამშობლოებს ჰგონიათ, რომ ქართველ ხალხს დაგვაშანტაჟებენ - ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტარებზე

სულ ნახვები : 192
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უსამართლო, უსაგნო არგუმენტების გარეშე მიღებული რეზოლუცია ევროპარლამენტში, რომელსაც კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, არის გონივრული ეჭვი, რომ დაფინანსებულია ლობისტური კომპანიის მხრიდან. ჩვენ ეს კუბილიუსები გვასამართლებენ იმისთვის, რომ ლომჯარიას და გიგაურს მოვთხოვეთ მილიონობით დაფინანსების გამჭვირვალობა, - ასე აფასებს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ირაკლი ზარქუა.

მისი თქმით, არავის არ ეშინია არც სანქციების და არც გაფრთხილების, რადგანაც, რეზოლუციას არ აქვს უმრავლესობის მხარდაჭერა.

„ამ უსამშობლოებს ჰგონიათ, რომ ქართველ ხალხს, ქართველ ერს ჩვენ დაგვაშანტაჟებენ ან სანქციებით, ან იმით, რომ რაღაც პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებენ, არა ნულის ფასია. შვიდას ორმოცდაათ კაცამდე არის  თუ არ ვცდები ევროპარლამენტში, ხოლო ოთხასამდე ვინც მხარი დაუწირა ამ სამარცხვინო რეზოლუციას, ესენი არიან ყველა სახალხო პარტიის წევრები, რომლის მოქმედი წევრები არიან დღემდე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომლებიც ფულითაც აფინანსებენ", - განაცხადა ზარქუამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა