ლაშა ჩხარტიშვილი: „ივანიშვილის რეჟიმმა სააკაშვილის რეჟიმს ღია რეპრესიებში გაასწრო“

სულ ნახვები : 1,332
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შავი სიების შექმნა დაანონსა. ლეიბორისტული პარტიის წევრი და უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი CNews-თან საუბარში აცხადებს, რომ ეს არის დიქტატურის დამყარების მცდელობა.  

_ შალვა პაპუაშვილმა აქციის მონაწილეების შავი სიების შექმნა დაანონსა. რა შეფასებას აძლევთ ამას, როგორც აქციის მონაწილე და როგორც უფლებადაცველი?

_ ივანიშვილის რეჟიმმა სააკაშვილის რეჟიმს ღია რეპრესიებში გაასწრო. ისაც ფაქტია, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს პირველად ჰყავს ღიად რუსული რეჟიმი.  წინა ხელისუფლებებთან დაკავშირებით შესაძლოა ეჭვები გვქონდა, მაგრამ ღიად რუსული რეჟიმი აქამდე არ გვყოლია. „ქართუულმა ოცნებამ“ კორუფციის მასშტაბებითაც გაასწრო წინამორბედებს. ივანიშვილის რეჟიმი ძალიან მძიმე ფორმებს იღებს უკვე. ამიტომ რაც შეიძლება მალე უნდა გავისტუმროთ ეს რეჟიმი პოლიტიკურ მპუსავლეთში და სასურველია გლდანის ციხის მიმართულებით.

_ შავი სიების შექმნის დაანონსება დაშინების მცდელობა უფროა თუ დაიწყებენ ღია რეპრესიებს? პაპუაშვილის განცხადებას წინ უძღოდა სუსის განცხადება, რომ აქციის მონაწილეები ძალადობას აპირებენ და უნდათ მსხვერპლი.

_ ეს, რა თქმა უნდა, პროპაგანდაა. ივანიშვილს კი უნდა, რომ სრულფასოვან დიქტატორულ რეჟიმად გადაიქცეს, მაგრამ ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდება. ქვეყანაში, სადაც არაა პური, დიქტატურის დამყარება გრძელვადიან პერიოდში არ გამოდის ხოლმე. დიქტატურის დამყარება უფრო ისეთ ქვეყნებშია შესაძლებელი, სადაც სოციალური პრობლემები არის მოგვარებული. იგივე ლუკაშენკოს რჟიმი ავიღოთ. ბელორუსში საქართველოსთან შედარებით უკეთესი სოციალური მდგომარეობაა და ამიტომაცაა იქ წლები კლასიკური დიქტატურა. საქართველოში ძალიან მძიმე სოციალური ვითარებაა. ადამიანებს უთხრეს, აქედან წადით, გადარჩენის შანსი აქ არ გაქვთო. ახლა წასვლის შანსსაც გვისპობენ. ევროპა ვიზაკლიბერალზაციის რეჟიმის გაუქმებით იმუქრება. მგონია, რომ ივანიშვილს არ გამოუვა ქვეყანაში სრულფასოვანი დიქტატურის დამყარება. ამას არანაირი საფუძველი არ გააჩნია. ელემენტარულად სოციალური პრობლემები არაა მოგვარებული და მართლა აფრიკის ჩამორჩენილ ქვეყანათა შორის ვართ. არაფრის ხარჯზე დიქწტატურა ვერ დამყარდება.

_ თუ მაინც დამყარდა?

_ მაშინ ეს იქნება ძალიან მოკლევადიანი.

_ გამოდის, რომ მაინც ყოფილა აქ დიქტატურა დამყარების შანსი.

_ შანსი არაა, ეს იქნება მცდელობა. ამის  მცდელობა მომავალშიც იქნება. ამ მცდელობას არანაირი შანსი არ აქვს. როცა პური არაა, დიქტატურა არ გამოვა. ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დასრულდება. რამდენად მალე და საქართველოსთვის ნაკლებად საზიანოდ, ამას დრო გვაჩვენებს. ეს მოქალაქეებზეა დამოკიდებულია. ჩვენ პროტესტში უნდა ჩავერთოთ მასშტაბურად და ვიმოქმედოთ ადეკვატურად. ფაქტი ერთია, ბრძოლა მიდის საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ევროპის და დსავალეთის გარდა ჩვენი დამოუკიდებლობის გარანტი არავინ იქნება. მეორეს მხრივ ერის გადარჩენისთვისაცაა ბრძოლა. ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს სოციალურ-კორუფციული გენოციდი და მოსახლეობის ჩანაცვლება ხდება. ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო ინდოელი სტუდენტები რომ გამოიყვანეს ხელისუფლების მხარდამჭერ მიტინგზე. ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ქართველები ამ ქვეყნიდან წასულიყვნენ. მათ ნაცვლად აქ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანა ხალხი. აქედან გამომდინარე ივანიშვილი მოღალატე კი არა, სამშობლოს გამყიდველია. ის აუცილებლად შეეცდება აქ დიქტატურის დამყარებას, მაგრამ არ გამოუვა!

შორენა მარსაგიშვილი, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა