თამარ ჩხეიძე: ხელისუფლებამ სტალინური რეპრესიები დაიწყო

სულ ნახვები : 1,237
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. თამარ ჩხეიძე CNews-თან საუბარში აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ტოტალიტარიზმის გზას დაადგა. მისი თქმით, ძალადობა ხალხს დაშინების ნაცვლად კიდევ უფრო გააბრაზებს.

_ გუშინ, 8 მაისს, პარლამენტის თავმჯდომარემ რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა შავი სიების შექმნა დაანონსა. რამდენიმე საათში, ოპოზიციის წარმომადგენლებს გაუსწორდნენ სასტიკად. 

_ სანამ შალვა პაპუაშვილი შავი სიების შექმნას დაანონსებდა, რუსული კანონის მოწინააღმდეგეებთან დაიწყეს დარეკვები, აგინებდნენ და ემუქრებოდნენ.  მერე პაპუაშვილმა შავი სიების შექმნა დაანონსა, იმავე საღამოს სასტიკად გაუსწორდნენ ოპოზიციის წარმომადგენლებს. აშკარაა, რომ ხელისუფლებამ ხალხის შეშინების გზა აირჩია.

_ ბევრი ფიქრობს, რომ ხელისუფლება თავად არის შეშინებული და ამიტომ იქცევა ასე. თქვენ რას იტყვით?

_ ხელისუფლება შეშინებულია და ცდილობს, რომ საზოგადოებაც შეაშინოს. უნდათ ამ ტერორის მეშვეობით მიტინგებზე ხალხის რაოდენობა შეამცირონ. დარეკვები და მუქარებიც ამას ემსახურებოდა. ამან არ გაჭრა, მუქარას საზოგადოებამ დაცინვით უპასუხა. ამის შემდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე გადავიდნენ. საკმაოდ მძიმე ფიზიკურ ან გარიშსწორებასთან გვაქვს საქმე. არანაირი გარანტია არ იყო, რომ ეს თავდასხმები ლეტალური შედაგით არ დასრულებულიყო. ეს ადამიანები შესაძლოა ისევე დაღუპულიყვნენ, როგორც ნაცემი ოპერატორი ლექსო ლაშქარა გარდაიცვალა. ამას თან ახლავს პაპუაშვილის, თანამედროვე სამყაროსთვის სრულიად შეუთავსებელი განცხადება.  პარლამენტის თავმჯდომარემ დაანონსა. რომ სიაში შეიყვანენ ყველას. პაპუაშვილმა ფეისბუქიც ახსენა. სოციალურ ქსელში გამოხატული აზრის ავტორებსაც შეიყვანენ შავ სიებში.

ეს ყველაფერი და ის კანონი, რომლის მიღებაც უნდათ, აბსოლიტურად ანაქრონიული მოვლენაა. კომუნიზმის შემდეგომ პერიოდს, პოსტსაბჭოთა სივრცეში, ავტორიტარიზისკენ სწრაფვა ახასიათებს. მაგრამ რაღაც დემოკრატიული ფასადი შენარჩუნებული იყო. ახლა ეს ყველაფერი ავტორიტარიზმის ფარგლებს გასცდა და ტოტალიტარიზმისკენ გადაიდგა ძალიან სერიოზული ნაბიჯი. იწყება სტალინური რეპრესიების მსგავსი. ნამდვილად არ მეგონა, თუ შეიძლებოდა ასეთი რამე თანამედროვე პერიოდში მომხდარიყო.

_ დაშინდება ხალხი ამ სტალინური რეპრესიებით? ჯერ ეს შიშის ნიშნები არ ჩანს ხალხში.

_ ამის წინასწარმეტყველება ძნელია. მე ვფიქრობ, რომ უფრო პირიქით მოხდება და ხალხი შეშინების ნაცვლად კიდევ უფრო გაბრაზდება. ამ ხალხმა გაარკცვია რასთან გვაქვს საქმე და რა საშინელი საფრთხის წინაშე ვდგავართ. ეს საფრთხე რეალიზდება, როგორც კი რუსული კანონი იქნება მიღებული, პირდაპირ გადავლენ საქმეზე. ასე რომ ხალხი უფრო გაბრაზდება. თუმცა არსებიობს თეორიული შანსი, რომ საზოგადოება შეშინდეს.

შორენა მარსაგიშვილი, CNews

 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა