თბილისში მასწავლებლების მარში გაიმართება

სულ ნახვები : 4,451
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ხვალ, 11 მაისს ევროპის დღესთან დაკავშირებით თბილისში მასწავლებლების მარში გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას, მარშის ორგანიზატორები ავრცელებენ.

„მასწავლებლები და განათლების მუშაკები ვუერთდებით ევროპის მარშს და ვიკრიბებით თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან! ერთად გავაპროტესტოთ რუსული კანონი და მხარი დავუჭიროთ ევროპულ მომავალს!

კი ევროპას! არა რუსულ კანონს!

11 მაისს, 19 საათზე, ვიკრიბებით 5 ლოკაციაზე:

‣ რესპუბლიკის მოედანი

‣ მარჯანიშვილის მოედანი

‣ მეტრო 300 არაგველი

‣ მშობლების მარში – წერეთლის გამზირი, ექსპო ჯორჯია

‣ მასწავლებლების მარში - თბილისის კლასიკური გიმნაზია

ხუთივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძვრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით.

კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - ვკითხულობთ ორგანიზატორების განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა