„დღეს წყდება საქართველოს თავისუფლების ბედი“ - ბათუმში სტუდენტები აქციას მართავენ

სულ ნახვები :
550




...
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას დღეს, 13 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის სტუდენტები შეუერთდნენ.
„ყველა აუდიტორიის კარს გავაღებთ და მოვუწოდებთ გამოვიდნენ! დღეს წყდება საქართველოს თავისუფლების ბედი. გამოდით, შემოგვიერთდით!“,- ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
ისინი სასწავლებლების ადმინისტრაციასა და ყველა სტუდენტს გაფიცვისკენ მოუწოდებენ.