კახა მიქაია: „რუსულ კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ ივანიშვილმა პუტინს დაურეკა“

სულ ნახვები : 1,939
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სამოქალაქო აქტივისტი კახა მიქაია ელოდა, რომ „ქართული ოცნება“ რუსულ კანონზე პრეზიდენტის დადებულ ვეტოს დაძლევდა, მაგრამ გადაწყვეტილება მისთვის მაინც ემოციური და მძიმე აღმოჩნდა. ამის მიუხედავად ის დარწმუნებულია, რომ საქართველო არ გარუსედება.  რას უნდა ელოდოს ბიძინა ივანიშვილი და როგორი იქნება მოსახლეობის პასუხი „ოცნების“ გადაწყვეტილებაზე ამის შესახებ კახა მიქაია CNews-ს ესაუბრება.

_ ელოდით რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევდა? ბევრს ქონდა მოლოდინი, რომ ვეტო არ დაიძლეოდა.

_ როგორ არ ველოდებოდი, მაგრამ როდესაც ვეტო დაძლიეს, ეს იყო ძალიან მძიმე ჩემთვის. ბიძინა ივანიშვილმა 2024 წლის 28 მაისს საქართველოს, 1921 წლის 25 თებერვალი გაუთენა. დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილმა გუშინ, ვეტის დაძლევისთანავე დაურეკა პუტინს და უპატაკა, რომ თბილისში ფრიალებს რუსეთის დროშა.

პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ არ ეღირსება არც პუტინს და არც ბიძინას,. არც იმ 84 მოღალატეს, რომლებმაც 28 მაისს ხელი აუწია საქართველოს გასაბჭოებას, საქართველოს გარუსება. მათ უღალატეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მათ ჩაიდინეს ღალატი და მათ ამ გადაწყვეტილებით გააუქმეს 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. მე მაქვს ასეთი განცდა. ეს არის ზვიადის და მერაბის შეურაცხყოფა. ეს არის ყველ თაობის შეურაცხყოფა, რომელიც იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისათვის. ქართველი ერი თავისუფლებას და ერის ევროპულ მომავალს არ დათმობს. მოღალატეებს და რუსეთის ლუბიანკის აგენტებს საქართველოს არ დავუთმობთ.  დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი თავის მეგობრებთან ერთად, მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, რუსულ ბოროტებას საქართველოში ბიძინა ივანიშვილისა და მისი რუსული ოცნების სახით დაამარცხებს. მე ვარ მომხრე ქართველებმა იცოდნენ ამ მოღალატეების სახელები და გვარები.

_ მათი ვინაობა თითქმის ყველამ იცის.

_ უნდა მოხდეს ამათი აფიშირება.  რა სახით არ ვიცი, მაგრამ უნდა მოხდეს. უნდა გამოქვეყნდეს მათი ფოტოები. ხალხი სახეზე უნდა ცნობდეს ამ მოღალატეებს. ჩვენ ეს ღალატი ბიძინა ივანიშვილს არ უნდა ვაპატიოთ.  სახეზეა საქართველოს გასაბჭოების მცდელობა. ჯერი ახლა არის ჩვენზე _ ქუდზე კაცი საქართველოს გადასარჩენად.

_ რა ფორმით უნდა გავიდეთ ქუდზე კაცი ქუჩაში? და რა უნდა გააკეთოს ამ ხალხმა? რისი გაკეთება შეგვიძლია?

_ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი ბრძოლა. ჩვენ იმ სულისკვეთებით და მუხტით უნდა ვიბრძოლოთ, რომელიც შექმნეს ამ ახალგაზრდებმა.  ეს არის ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა. ახალგაზრდებმა დაიწყეს ახალი ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობა და ამ ახალმა მოძრაობამ საბოლოდ უნდა დაასრულოს რუსეთი საქართველოში.

ჩვენ რუსული მენტალობა, რუსული პოლიტიკა უნდა დავასრულოთ საქართველოში და საბოლოოდ მოვწყდეთ რუსულ პოლიტიკურ ორბიტას. ჩვენი ადგილი არის ჩვენ მარადიულ და ისტორიულ ნავსაყუდელში, ევროპაში. ყველანი არჩევნებზე და არჩვნებამდე ეს 150 დღე უნდა იყოს ჩვენი მობილიზაციის, ჩვენი ბრძოლის გვირგვინი უნდა იყოს არჩევნების დღე!  არჩევნებამდე არ უნდა შეწყდეს ეს პროტესტი. გაერთიანდება ჯენზი თაობა და 9 აპრილის თაობა და ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ამ გამარჯვებას. ხომ თქვა ბიძინა ივანიშვილმა დაგღლითო, აბა ვნახოთ ვინ დაიღლება და როგორ დამთავრდება ეს ბრძოლა.

შორენა მარსაგიშვილი, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა