საქართველოში შესაძლოა აივ ინფექციის პრევენციისა და მკურნალობისთვის განკუთვნილი წამლები აღარ შემოვიდეს

სულ ნახვები : 2,243
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქართული ოცნების“  მიერ რუსული კანონის მიღების შემდგომ მოსალოდნელი შეზღუდვების და ევროპული ფონდების მიერ უკვე ამოქმედებული და სამომავლოდ ასამუშავებელი პროექტები, შესაძლოა შეჩერდეს.

ამ მხრივ ყველაზე საყურადღებოა, ჯანდაცვის სექტორში მოქმედი პროექტები, რომელთა შორის არის აივ ინფექციის პრევენცია და მკურნალობა.

აღნიშნული პროექტი უკვე საქართველოში წლებია მიმდინარეობს და უცხოეთიდან შემოსულ მედიკამენტებზე ათასობით ადამიანია დამოკიდებული, რომლებმაც ისინი ყოველდღიურად უნდა მიიღონ, სხვა შემთხვევაში მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.

CNews დაინტერესდა, რა ბედი ელის ჯანდაცვის პროექტებს და აღნიშნულთან დაკავშირებითსტრატეგია აღმაშენებლისერთ-ერთ ლიდერს, სერგო ჩიხლაძეს ესაუბრა.

_ თუ ევროკავშირის პროექტები შეჩერდება საქართველოში რუსული კანონის ამოქმედების შემდგომ, რაზეც უკვე არის საუბარი, რა ბედი ელის იმ უმნიშვნელოვანეს პროექტს, რასაც ჰქვია აივ ინფექციის პრევენცია და მკურნალობა, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს?

_ აივ ინფექციის პრევენციის და მკურნალობის პროგრამები ძალიან დიდი ხანია საქართველოში მიდის, 2000-იანი წლების დასაწყისიდან და თავდაპირველად ის მთლიანად (100%) დაფინანსებული იყო საერთაშორისო ორგანიზაციების და დონორების მხრიდან, შემდეგ სახელმწიფომ აიღო გარკვეული წილი პასუხისმგებლობა ამ პროექტებზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუმცა დიდი წილი, განსაკუთრებით პრევენციის და მკურნალობის ნაწილში, მაინც საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებზე მოდის, როგორიც არის გლობალური ფონდი, ასევე ევროკავშირზე და სხვა უცხოურ ფონდებზე. პრევენციული პროგრამები გაბნეულია ბევრ სხვადასხვა პროგრამაში. შესაბამისად ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, მას შემდეგ რაც  პრობლემები შეექმნება, როგორც ადგილობრივ და ასევე, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს და არასამთავრობოებს, რა თქმა უნდა, რისკი იმისა რომ ეს პროგრამები შემცირდეს ალბათობა დიდი არის და გამოდის, რომ თუ რუსული კანონი ძალაში რჩება და მით უფრო თუ ის ძალაში იქნება ოქტომბრის შემდეგ, ძალიან ბევრი ფონდი, მათ შორის გლობალური ფონდი და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები შეწყვეტენ მუშაობას საქართველოში, ან საერთოდ გავლენ საქართველოდან. პირველ რიგში ეს დაარტყამს ჯანდაცვის პროგრამებს, იგივე აივ ინფექციის პროფილაქტიკის პროგრამას. ბევრი სხვადასხვა მიმართულებით არის ეს პროგრამები, იგივე განათლებაზე ორიენტირებული, იგივეპრეპისმხრივ და აგრეთვე არის პროგრამები, რომლებიც სარისკო ჯგუფებზე არის გათვლილი, რომლებიც დიდწილად, სწორედ ამ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ფინანსდება და რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი საფრთხე, რომ ეს პროგრამები დაიხუროს საქართველოში და შესაბამისად ჩანაცვლება საქართველოს მხრიდან არც ნება არის ხოლმე და ასე უცებ, პოლიტიკური ნებაც, რომ იყოს ვერ მოხდება და დაზარალდებიან საქართველოს მოქალაქეები.

_ გამოიწვევს თუ არა ეს მიგრაციის გაზრდას, რადგანაც ადამიანები, რომლებიც არიან დამოკიდებული ამ პრეპარატებზე, უბრალოდ გავლენ საზღვრებს გარეთ თავიანთი სიცოცხლის გადასარჩენად?

_ რა თქმა უნდა, ეს  შეიძლება გახდეს დამატებითი მოტივაცია ადამიანებისთვის, შეგახსენებთ, რომ სანამ იქნებოდა ჰეპატიტისმკურნალობა, ძალიან ბევრი ადამიანი ვინც დაავადებული იყო, ზუსტად იმ მოტივაციით, რომ საქართველოში არ იყო საშუალება ფიზიკურად მკურნალობის, ისინი გტოვებდნენ საქართველოს და საფრანგეთის და ევროპის სხვა ქვეყნებში სამედიცინო მოტივაციით სპეციალური სტატუსის მიღებას ცდილობდა და ძალიან ბევრი წავიდა და მკურნალობდა, ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს, თუ მსგავსი პრევენციული თუ სამკურნალო პროგრამები გაჩერდება და ეს დონორები შეწყვეტენ მოქმედებას. ადამიანების მოტივაცია და რაოდენობაც, რომლებიც სამედიცინო პროგრამების გამო ითხოვენ სპეციალური სტატუსის მიღებას უცხოეთის ქვეყნებიდან და ლტოლვილად ჩაბარებას, რა თქმა უნდა, გაიზრდება, მაგრამ  უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ვერ მიიღებს ამ სტატუსს და ამ ადამიანების ჯანმრთელობა სერიოზულად დაზარალდება.

ცნობისთვის, საქართველოში 2024 წლის 20 მაისის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია:

აივ-ით ინფიცირების 10 611 შემთხვევა აქედან 7948 - მამაკაცია, ხოლო 2663 - ქალი.

შიდსი განუვითარდა 4985 პაციენტს, 2265 გარდაიცვალა.

2024 წელს გამოვლინდა 220 ახალი შემთხვევა.

აივ მკურნალობაზეა 6595 (მათ შორის აფხაზეთში - 698) პაციენტი.

პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.

გიგა გელხვიიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა