ზუკა ბერძენიშვილს ცხვირზე ოპერაცია ჩაუტარდება

სულ ნახვები : 140
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სამოქალაქო აქტივისტი, ზუკა ბერძენიშვილი, მორიგ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ცხვირის ოპერაციის გაკეთება გახდა საჭირო.

„მეგობრებო, ყველას მადლობა და ბოდიში რომ ვერ გპასუხობთ.

სახლთან დამხვდნენ, უკნიდან წამაქციეს, მირტყეს და გაიქცნენ.

შევყავარ ცხვირის ოპერაციაზე, კიდე რაღაც პატარა ძვალი არი გატეხილი, მაგრამ არც საოპერაციოა და არც საშიში. სხვა ყველაფერი შევამოწმეთ და არაფერი მჭირს.

ახლა ერთადერთი რამ მაინტერესებს, მოგვაპოვებინებენ თუ არა კადრებს კამერებიდან, რომელზეც პოლიცია უკვე ფეხს ითრევს.

ასევე, აქედანვე ხელს დავუქნევ შალვა საწყალ პაპუასას

ცხადია დღეს ამ ქვეყანაში რეჟიმის პატიმრები ყველაზე თავისუფლები არიან, რეჟიმის გალახულები კი ყველაზე ჯანმრთელები. ჩემთვის პატივია“, - წერს ბერძენიშვილი.

ცნობისთვის, დღეს, 11 ივნისს, სამოქალაქო აქტივისტს, ლუკა ბერძენიშვილს, სახლთან სამი პირი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა