NGO-ები ღია მმართველობა საქართველოს საბჭოს (OGP) ტოვებენ - განცხადება

სულ ნახვები : 208
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

არასამთავრობო ორგანიზაციები ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს ტოვებენ და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „რუსული კანონი“ პირდაპირ არღვევს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ძირითადი ღირებულებებსა და პრინციპებს.

„საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრების მიერ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების საწინააღმდეგოდ მიღებული „რუსული კანონი“ (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, არამედ ვენეციის კომისიის დასკვნით წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) მუხლებთან, ხოლო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) შეფასებით კანონი დისკრიმინაციულია, ახდენს სტიგმატიზაციას და ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და მოწყვლადი ჯგუფების გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას.

„რუსული კანონი“ პირდაპირ არღვევს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ძირითადი ღირებულებებსა და პრინციპებს, ასევე მმართველობის წესებს, რის გამოც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 თებერვლის №110 დადგენილებით შექმნილი საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება დავტოვოთ როგორც საბჭო, ასევე მისი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი „ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი.“

მივმართავთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას (ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს), უმოკლეს ვადაში მოამზადოს საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დებულებაში შესატანი ცვლილებების პროექტი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს მთავრობას“ , - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

• ა(ა)იპ საერთაშორისო გამჭვირვალობა−საქართველო

• ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

• ა(ა)იპ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი

• ა(ა)იპ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

• ა(ა)იპ ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრი

• ა(ა)იპ ფონდი პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა