რა ცვლილებები შევა ზოგადი განათლების შესახებ კანონში?
...
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა.
ცვლილების თანახმად, საბაზო საფეხური გაიზრდება 1 წლით და გახდება 4- წლიანი. შესაბამისად, სამწლიანი საშუალო განათლება მცირდება 2 წლამდე, ისე, რომ სრული ზოგადი განათლება კვლავ12-წლიანი რჩება.
ასევე, აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საბაზო საფეხურის საგნობრივისტანდარტების შინაარსობრივი ნაწილი (მაგალითად, ბიოლოგიაში, გეოგრაფიაში, ისტორიაში, სამოქალაქო განათლებაში და სხვ.) გადანაწილდება 4 კლასზე და თითოეულ კლასში მოსწავლისსავალდებულო განათლების დატვირთვა შემცირდება.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.