„ჩემს შვილზე ხშირად ძალადობდა, სთხოვდა ფულს ნარკოტიკებისთვის“ - მოკლული ქეთი ჯავახიშვილის დედა

სულ ნახვები : 294
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლილოში განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული, ქეთი ჯავახიშვილის, საქმის განხილვა მიმდინარეობდა.

დღეს, 26 ივნისს გარდაცვლილის მშობლები დაკითხეს.

როგორც ჯავახიშვილის დედა ამბობს, ოთარ ცინდელიანი მის შვილზე სისტემატიურად ძალადობდა.

დედამ გაიხსენა ერთ-ერთი შემთხვევა და ამბობს, რომ ესპანეთში ყოფნისას მის შვილს თვალი ჩალურჯებული და დასიებული ჰქონდა.

„მითხრა სიჩქარეში დავარტყიო ფანჯრის საკეტს, თვალი მთლიანად ამოშავებული  და დასიებული ჰქონდა, ფოტო ტელეფონშიც ჰქონდა. ვითხოვ ოთარ ცინდელიანი დაისაჯოს კანონის უმკაცრესი ზომებით და მიესაჯოს სამუდამო პატიმრობა“ - განაცხადა გარდაცვლილის დედამ სასამართლო პროცესზე.

ასევე, საქმეში დევს გარდაცვლილის დის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ ცინდელიანი ქეთის ნარკოტიკებისთვის ფულს სთხოვდა.

მომდევნო სასამართლო პროცესი 5 ივლისს ჩაინიშნა. წინასწარი ინფორმაციით, დაიკითხება გარდაცვლილის, ქეთი ჯავახიშვილის, ადვოკატიც.

ცნობისთვის, სასამართლო პროცესს ესწრება ბრალდებული ცინდელიანიც, რომელიც თავიდან აღიარებდა დანაშაულს, თუმცა ახლა დუმილის უფლებით სარგებლობს.

ასევე, პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, რომ ბრალდებული არის სრულად შერაცხადი და დანაშაულის ჩადენის დროს სრულად აცნობიერებდა ფაქტობრივ გარემოებებს.

შეგახსნებთ, რომ ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს - მას 59 ჭრილობა ჰქონდა სხეულზე.  აღსანიშნავია, რომ დაკავებული მოკლულის შეყვარებულია, რომელიც მოკლულის ნათლიის შვილია.

ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა