მკვლელობა დუშეთში - დაკავებულია ერთი პირი

სულ ნახვები : 259
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დავა ვალის გამო სისხლიანი დაპირსიპირებით დასრულდა - დუშეთის აგრარულ ბაზარში მკვლელობა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს აშველებდა ცივი იარაღით დაიჭრა და გარდაიცვალა.

შსს-მ ბრალდებული, 24 წლის ბიჭი, დააკავა:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2000 წელს დაბადებული ა.უ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დუშეთის მინიციპალიტეტში მდებარე აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა ა.უ.-მ ორ პირზე ფიზიკურად იძალადა, ცივი იარაღის გამოყენებით მათ დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მძიმე დაზიანებების შედეგად ბ.ს. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო“ ,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა