მაისში საქართველოს ეკონომიკა 9.2%-ით გაიზარდა - საქსტატი

სულ ნახვები : 70
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

2024 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.2% შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.3 %-ით განისაზღვრა - აღნიშნულ მონაცემებს „საქსტატი“ ავრცელებს.

ასევე, „საქსტატის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაისში ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წლიურად 10.7%-ით გაიზარდა და შესაბამისად, კერძო სექტორის ბრუნვამ 12.8 მილიარდი ლარი შეადგინა.

ამასთან, გასულ თვეში 6 284 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც წლიურად 5.9%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

„2024 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა