2012 წლიდან დღემდე 700 000-მდე მოქალაქემ დაძლია სიღარიბე - კობახიძე

სულ ნახვები : 113
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ამ წუთებში, პარლამენტში პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სიტყვით გამოდის და სამთავრობო პროგრამას განიხილავს.

პრემიერი აცხადებს, რომ საქართველოში შარშან სიღარიბე 3.8%-ით შემცირდა.

მეტიც, მისივე თქმით, 2012 წლიდან დღემდე 700 000-მდე მოქალაქემ დაძლია სიღარიბე.

„საქართველოში შარშან 3.8%-ით შემცირდა სიღარიბე. წელსაც მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, აქიდან გამომდინარე წელსაც ათი ათასობით ადამიანი დაძლევს სიღარიბეს და მაღალი ალბათობით 2024 წელს ერთნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდება სიღარიბის კუთხით. მთლიანობაში შეგახსენებთ, რომ 2012 წლიდან დღემდე 700 000-მდე მოქალაქემ დაძლია სიღარიბე, რაც მნიშნვნელოვანი მიღწევაა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი საბოლოო ეროვნული ამოცანაა სიღარიბის საბოლოოდ განულება“, - განცხადა კობახიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა