2024 წლის ბიუჯეტი 360 მილიონით გაიზარდა - პრემიერის ეკონომიკურ ზრდაზე

სულ ნახვები : 83
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდაა, მისი თქმით, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9,3% გახდა.

კობახიძის განმარტებით, ეკონომიკურმა ზრდამ, ხელისუფლებას მისცა იმის საშუალება, რომ ბიუჯეტი საგრძნობლად გაეზარდა.

„ეკონომიკური განვითარება არის საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი. მოხარული ვარ, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველი თვეებს განმავალობაში გამოვლინდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური გზა. დღეს გამოვლინდა მაისის მონაცემები და დაფიქსირდა 9,3% ეკონომიკური ზრდა.

ხუთი თვის საშუალო ზრდის მაჩვენებელია არის 9,3 რაცა რის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თუ არა, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

შეგახსენებთ, 2021-2023 წლებში  საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9,7%.

რაც შეეხება წლევანდელ მაჩვენებელს, ის არის უფრო მაღალი ვიდრე ამას პროგნოზირებადა საერთაშორისო სავალუტო ფონდი. სავალუტო ფონდის პირვანდელი პროგნოზი იყო 8,0% და როგორც მოგეყენებათ 5 თვიანი მონაკვეთის ზრდა არის 9,3%.

მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი დონე.

ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა წლევანდელი ბიუჯეტის 360 000 000 ლარით გაზრდის საშუალება.

ეკონომიკური ზრდა პირდაპირ აისახება მოსახლეობს ცხოვრების დრონზე, და ამაზე გვესმის  ხშირად სპეკულაციები", - განახადა პრემიერმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა