ვაზიანში 18 მილიონ მგზავრზე გათვლილი აეროპორტი აშენდება - კობახიძე

სულ ნახვები : 194
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ვაზიანში აშენდება თბილისი ახალი საერთაშორისო აეროპორტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ახალი აეროპორტი გათვლილი იქნება 18 მილიონ მგზავრზე. 

„ჩვენ გვქონდა სიღრმისეული მსჯელობა  თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით, განიხილებოდა ორი ალტერნატიული ვერსია, - არსებული აეროპორტის გაფართოება, ან სრულიად ახალი აეროპორტის მშენებლობა, საბოლოო ჯამში, საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკურ საბჭოზე განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება   სრულიად ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის თაობაზე. ვაზიანში  აშენდება  თბილისი ახალი საერთაშორისო აეროპორტი, დღევანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა  არის 4მილიონი მგზავრი და ახალი აეროპორტი, სრულად დასრულების შემდეგ,  გათვლილი იქნება  18 მილიონ მგზავრზე.  დაანგარიშებულია მგზავრთა ნაკადების ზრდის მაჩვენებლები შემდგომი წლების ზრდისთვის და ყველაფერი მიანიშნებს რომ აეროპორტების არსებითი გაფართოება   არის უკიდურესად მნიშვნელოვანი და ამას მიეძღვნება ეს მეგა პროექტი“, - განაცხადა პრემიერმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა