მას ლიონში უთხრეს, შენგან ფეხბურთელი არ დადგებაო და გაუშვეს - რას განასახიერებს მიქაუტაძის ცნობილი ჟესტი გოლის შემდეგ
...
გიორგი მიქაუტაძის ცნობილი ჟესტზე, რომელსაც ფეხბურთელი გოლის გატანის შემდეგ აკეთებს, ნიკოლოზ გაბელია საუბრობს.
ის აღნიშნვს, რომ მიქაუტაძე ამ ჟესტით დურბინდს განასახიერებს:
"ფეხბურთელები ყოველი გოლის გატანის შემდეგ რაღაცას განასახიერებენ, აკეთებენ, რონალდო ხტება და იძახის "სი", ყველა რაღაცას აკეთებს. მიქაუტაძის ეს ჟესტი არის დურბინდი, დურბინდს გამოსახავს და ამის მიზეზი და ისტორია არის შემდეგი: გიორგი როდესაც ლიონში თამაშობდა, ლიონის აღზრდილია მიქაუტაძე და მისი საყვარელი გუნდი იყო ლიონი. იქიდან გამოუშვეს იმიტომ რომ, შემგან ფეხბურთელი ვერ დადგებაო, მიქაუტაძე ამ ჟესტით მათ აჩვენებს შორიდან კარგად დამაკვირდითო" - აცხადებს გაბელია.