საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპი ფილიპინებთან გამარჯვებით დაასრულა
სულ ნახვები :
124
...
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი ფილიპინებთან გამართა. ალექსანდრ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით ქართველებმა პირველი ოფიციალური მატჩი მოიგეს (96:94), თუმცა ნახევარფინალში ვერ გავიდნენ.
ჯგუფში სამი გუნდი იყო, პლეი ოფის საგზურს კი ორი იღებდა. პირველ ტურში საქართველო ლატვიასთან 55:83 დამარცხდა, ხოლო მეორე დღეს მასპინძელმა ლატვიამ ფილიპინებთან 80:89 დათმო. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, ჩვენს გუნდს ფილიპინებთან 19-ქულიანი სხვაობით მოგება სჭირდებოდა. ასეთ შემთხვევაში ჯგუფიდან პირველი ადგილით ლატვია გავიდოდა, მეორეთი– საქართველო.