მადლობელი ვარ, როგორც მე, ისევ მთელი ნაკრები, ფეხბურთის განვითარებაში წავა ეს ყველაფერი - მამარდაშვილი 30 მილიონზე

სულ ნახვები : 221
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მადლობელი ვარ, როგორც მე, ისე მთელი ნაკრები - აცხადებს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი 30 მილიონზე.

მისი თქმით, კარგი იქნება, თუ კიდევ ბევრი კომპანია გამოჩნდება და ფეხბურთში ჩადებს თანხას:

"კარგი იქნება, თუ კიდევ ბევრი კომპანია გამოჩნდება და ფეხბურთში ჩადებს თანხას, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია. გამოჩნდა, რამდენს ნიშნავს ფეხბურთი ხალხისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. მადლობელი ვარ, როგორც მე, ისევ მთელი ნაკრები. ჩვენ ფეხბურთელები ვართ და, რა თქმა უნდა, ფეხბურთის განვითარებაში წავა ეს ყველაფერი"-აცხადებს გიორგი მამარდაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნად ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუსგან“, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი გამოეყო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა