მივიღეთ ივანიშვილისგან პრემია, ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ და არ მესმის რა არის აქ აგრესიის საფუძველი - გიორგი გველესიანი

სულ ნახვები : 1,002
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

„მივიღეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან პრემია და მე ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ და არ მესმის რა არის აქ აგრესიის საფუძველი", - განაცხადა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი გველესიანმა. 

როგორც ფეხბურთელმა აღნიშნა, ბიჭები  მადლიერები არიან და ეს საკმაოდ ნორმალური გამოხატულებაა მათი მხრიდან.

მისი თქმით, არანაირ მხარეს არ წარმოადგენს და ემიჯნება ფეხბურთელების მიმართ ნებისმიერი ნეგატივის სახის განცხადებას.

"პირველ რიგში მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავიხადო იმისთვის, რაც მოხდა. პირველ რიგში მივიღეთ ჩვენ ღირსები ორდენი და ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი ჯილდო . ასევე, დავიმსახურეთ ხალხის სიყვარული, რაც ფასდაუდებელია ჩვენთვის. ასევე, მივიღეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან პრემია და მე ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ და არ მესმის რა არის აქ აგრესიის საფუძველი. ბიჭები ვართ მადლიერები და ეს საკმაოდ ნორმალური გამოხატულებაა ჩვენი მხრიდან. მე პირადად არანაირ მხარეს არ წარმოვადგენ და ყველანაირად ვემიჯნები ჩვენი ფეხბურთელების მიმართ ნებისმიერი ნეგატივის სახის განცხადებას. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთი გუნდი, ვიბრძვით უმაღლესი მიზნებისთვის, ჩვენ გვაქვს ერთობა და ჰარმონია. არის ძალები რომლებიც ცდილობენ ამ ჰარმონიის დარღვევას, რაღაც დებოშის შემოტანას რაც არავითარ შემთხვევაში არ გამოუვათ. იმიტომ, რომ ჩვენი ერთიანობა არის ჩვენი წარმატების საწინდარი,"- თქვა გველესიანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
სპორტი ► Მეტის ნახვა