5 ივლისის მოვლენებიდან სამი წელი გავიდა
სულ ნახვები :
189
...
2021 წლის 5 ივლისის მოვლენებიდან, როდესაც ძალადობრივი დაჯგუფება „ალტ-ინფოს“ მიერ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოძალადეები, მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, სამი წელი გავიდა.
მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ჩამდენების უმეტესი ნაწილი და ამ ძალადობის ორგანიზატორები დღემდე არ არიან დასჯილები.
ცნობისთვის, 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებს „ტვ პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა ემსხვერპლა, რომელსაც სახის ძვლები ჰქონდა დამტვრეული და რამდენიმე დღეში ის, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.