ევროპას მშვიდობა სჭირდება - ორბანი
სულ ნახვები :
163
...
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა სამ-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ პრესკონფერენცია გამართეს.
"ევროპას მშვიდობა სჭირდება", - განაცხადა ორბანი. მისი თქმით, მშვიდობა "საკომუნიკაციო არხების" გარეშე ვერ დამყარდება.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მას სურდა სცოდნოდა რას ფიქრობს პუტინი "არსებულ სამშვიდობო ინიციატივებზე" და ცეცხლის შეწყვეტის იდეაზე, ასევე "რა თანმიმდევრობით შეიძლება განხორციელდეს ისინი".