ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში რეფორმისტმა კანდიდატმა, მასუდ პეზეშკიანმა გაიმარჯვა

სულ ნახვები : 138
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში რეფორმისტმა კანდიდატმა, მასუდ პეზეშკიანმა გაიმარჯვა, - უცხოური მედიის ცნობით, მეორე ტურში დათვლილი 30,5 მილიონი ხმიდან, პეზეშკიანმა 16,3 მილიონზე მეტი ხმა მიიღო.

არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობა მხოლოდ 40% იყო, რის გამოც, შესაბამისად, უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა მოიპოვა და მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო. არსებული ინფრომააციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 49,8% იყო.

შეგახსენებთ, ირანში საპრეზიდენტო არჩევნები პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ავიაკატასტროფაში დაღუპვის გამო დაინიშნა. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა