NGO-ები არ აპირებენ რუსულ კანონს დაემორჩილონ და „ღირსების შემლახავ რეესტრში“ დარეგისტრირდნენ

სულ ნახვები : 282
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

არასამთავრობო ორგანიზაციები არ აპირებენ რუსულ კანონს დაემორჩილონ და მათი თქმით, „ღირსების შემლახავ რეესტრში“ დარეგისტრირდნენ.

NGO-ები აცხადებენ, რომ საზოგადოების უფლებების დაცვას გააგრძელებენ და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად კვლავ გააგრძელებენ ბრძოლას, სანამ ამის საშუალება ექნებათ.

პარალელურად,  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენ სარჩელს ამზადებენ, სადაც რუსული კანონის არაკონსტიტუციორობის დადგენას მოითხოვენ.

„ძალიან დიდი ხნის განმალობაში ვუწევდით წინააღმდეგობას რუსულ კანონს და გვინდოდა, რომ ხელისუფლებას უკან გაეწვია. ამისთვის ტარდებოდა ის აქციები აპრილი-მაისის განმავლობაში.

ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ ღიად და ეს არის ჩვენი პოზიცია, რომ არ ვაპირებთ დავემორჩილოთ რუსულ კანონს და არ ვაპირებთ დავრეგისტრირდეთ ისეთ რეესტრში, რომელიც ჩვენთვის ღირსების შემლახველია. სამართლიანი არჩევნები“  95 წლიდან მხოლოდ საქართველოს ინეტერსებს ემსახურება და ჩვენი მისია და მიზანია, რომ საქართელოში ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები“, - განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა