დონჩიჩი შინ გაუშვეს

სულ ნახვები : 205
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პირეოსში ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი ჩატარდა კალათბურთში. 1/2 ფინალურ სტადიაზე ერთმანეთს საბერძნეთი და სლოვენია დაუპირისპირდნენ. მატჩის მთავარი აფიშა ლუკა დონჩიჩისა და იანის ანტეტენკუმპოს „საკალათბურთო ჯახი“ გახლდათ.

შეხვედრის სტარტი ბერძნებს იდეალური გამოუვიდათ _ იანის ანტეტენკუმპოს ბრწყინვალე ასპარეზობის ფონზე „ელინელები“ 13-0 დაწინაურდნენ.

სლოვენიელთა ლიდერ ლუკა დონჩიჩს არაფერი გამოსდიოდა. პირველი მეოთხედის საწყისი 6 წუთის განმავლობაში მან 2-დან 2 საჯარიმო ააცილა, ვერ ჩააგდო ვერც საშუალო და ვერც შორი დისტანციებიდან.

ბერძნებმა საწყისი 10 წუთეულის შემდეგ დაცვაში კიდევ უფრო მოუჭირეს „მარწუხებს“ და მალე მათი უპირატესობა 20-ქულიანი გახლდათ.

მასპინძელთა რიგებში შესანიშნავი იყო ტომას ვოლქაფი, რომელიც დაცვაშიც ბევრს მუშაობდა და შეტევაში 19 ქულა დააგროვა.

თამაშიდან ნასროლი ბურთი არ აუცილებია ვასილეიოს ტოლიპულოსს, რომელმაც 4-დან 4 სამქულიანი, ხოლო 2-დან 2 ორქულიანი ჩასვა კალათში.

დონჩიჩი თითქმის ყველა შეტევაში ბურთს კარგავდა და არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა, რასაც ბერძენთა უსწრაფესი კონტრშეტევები და მარტივად აღებული ქულები მოჰყვებოდა.

თამაშის მიმდინარეობისას ლუკამ ჯამურად 10-ჯერ დაკარგა ბურთი და რა გასაკვირია, რომ მისმა ნაკრებმაც უშანსოდ წააგო მატჩი 68-96.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა