გლოვოს კურიერზე თავდამსხმელები ამ დრომდე არ დაუკავებიათ

სულ ნახვები : 342
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისში, გლოვის კურიერზე თავდამსხმელი არც ერთი პირი ამ დრომდე დაკავებული არ არის.

თემურ სიგუას, უმძიმესი ოპერაცია ფეხზე, რომელზეც მას დაზიანება აქვს მიყენებული 48 საათის განმავლობაში უტარდებოდა და მედიკოსებმა მოახერხეს, მისთვის ფეხის შენარჩუნება.

ოჯახის წევრების განცხადებით, შსს საქმესთან დაკავშირებულ გარემოებებს მალავს.

„სპეციალური ფეხსაცმელი დასჭირდება, რადგანაც ფეხის ტერფს ვერ დააბიჯებსო. დასჭირდება სარეაბილიტაციო პერიოდი 5-6 თვე. არ არიან დაკავებულები, ძებნაში არიან გამოცხადებული და იმალებიანო. მთელი თბილისი იმას ამბობს, რომ შანსი არ არის, რომ პნევმატიკურმა იარაღმა ასე დააზიანოსო, შეიძლება კანი დააზიანოს მხოლოდ. მე თავად მედიკოსი ვარ და ბევრი მინახავს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა, კარგად დამალონ", - აცხადებს სუგუას დედა.

ცნობისთვის, გლოვოს კურიერს თავს 8 პირი დაესხა, რომლებიც მას ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდგომ კი იარაღით ჭრილობები მიაყენეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა