იყენებს თუ არა მოსკოვი დივერსიების მოსაწყობად ქართველ კრიმინალებს? – „დოსიეს“ გამოძიება
სულ ნახვები :
367
...
რუსეთს ევროპაში დივერსიების მოსაწყობად ქართველი კრიმინალების გამოყენება სურს, - ამის შესახებ პლატფორმა „დოსიე“ წერს.
რუსეთის სამხედრო დაზვერვიდან გამოჟონილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ რუსეთს პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში არეულობების მოსაწყობად სჭირდება ხალხი, ვისაც ევროპაში უვიზოდ გადაადგილება შეუძლია, ამისათვის კი აქცენტი ქართველ და მოლდოველ კრიმინალებზე კეთდება.
გამოცემის ცნობით, რუსეთის სამხედრო დაზვერვა მათ გადაბირებას ძირითადად სოცილური ქსელის საშუალებით ახდენს და დავალებაზე უშვებს.