შემზარავი ფაქტი ლეჩხუმში - ძმამ ძმა ნაჯახით მოკლა
...
ცაგერის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა ნაჯახით მოკლა. პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავა.
როგორც Cnews-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდაარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით
დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ცაგერის მუნიციპალიტეტში, ძმას - 1988 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს
ნაჯახის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიღებული დაზიანებების შედეგად ვ.ს. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ბ.ს. ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ
დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო“, - ნათქვამია შსს-ს მიერ
გავრცელებულ ინფორმაციაში.
მკვლელობის მოტივი უცნობია.