კანცელარიასთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ახლობლები აქციას მართავენ
სულ ნახვები :
158
...
სოლიდარობა აფგან სადიგოვს! - ამ ლოზუნგით, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ახლობლები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ და აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა, სადიგოვის აზერბაიჯანისთვის არ გადაცემაა.
სადიგოვი თბილისში, 2024 წლის 3 აგვისტოს დააკავეს, როგორც სადიგოვის ოჯახის წევრები ამბობენ, ის იდევნებოდა აზერბაიჯანის მთავრობის მიერ, ხოლო საქართველომ აზერბაიჯანის მთავრობის დავალება შეასრულა.