სანქცირებული პირების მომსახურების შემთხვევაში, კომერციული ბანკებიც დასანქცირდებიან

სულ ნახვები : 99
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელის, გიორგი კეპულაძის განცხადებით, კომერციული ბანკები ასევე დასანქცირდებიან აშშ-ის ხაზიანის მხრიდან, თუ ისინი მემსახურებიან სანქცირებულ პირებს.

მისი თქმით, კომერციული ბანკები არიან საერთაშორისო საფინანსო სისტემის წარმომადგენლები, გარდა ამისა რამდენიმე მათგანი ლონდონის საფონდო ბირჟაზეც ვაჭრობს.

„მე იმედს ვიტოვებ, რომ კომერციული ბანკები, რეალურად დარჩებიან სანქციების რეჟიმში და არ მოემსახურებიან სანქცირებულ პირებს, რადგან ეს გამოიწვევს მათ მიმართ სანქციების აღძვრას, თუ ისინი მოემსახურებიან იმ პირებს, ვისაც აშშ-ს ხაზინამ ფინანსური სანქციები დაუწესა და ამის გარისკვა არცარა კომერციულ ბანკს არ უღირს. რადგანაც ისინი არიან საერთაშორისო საფინანსო სისტემის ნაწილი, მათ სჭირდებათ საერთაშორისო გადარიცხვები. ორი ქართული ბანკი ვაჭრობს ლონდონის საფონდო ბირჟაზე", - განაცხადა კეპულაძემ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სანქცირებული პირებისთვის არ მოხდება საბანკო შეზღუდვების დაწესება, რადგანაც ისინი არ არიან გასამართლებული აღნიშნულ საქმეზე, ქართული სასამართლოს მხრიდან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა