შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 14 718-ით გაიზარდა

სულ ნახვები : 68
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს მასშტაბით შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა გაიზარდა. ოფიციალური ინფორმაციით, რომელსაც სოციალური სააგენტო ავრცელებს, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, საარსებო შემწეობა 454 112-მა ადამიანმა მიიღო, აქედან 244 699 არასრულწლოვანი, 16 წლამდე ასაკის ბავშვია.

მონაცემების მიხედვით, 2024 წლის იანვრის თვესთან შედარებით, სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 14 718 ადამიანით გაიზარდა, მანამდე კი ჯამში 439 394 ადამიანს შეადგენდა.

ცნობისთვის, ქართული ოცნების განცხადებით, ქვეყანაში ბოლო ოთხი წლის მანძილზე, ეკონომიკის ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა