ვერც ერთ ცენტს ვერ გადარიცხავს ქართული ბიზნესი უცხოეთში - რომან გოცირიძე სანქციებზე

სულ ნახვები : 135
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ვერც ერთ ცენტს ვერ გადარიცხავს ქართული ბიზნესი უცხოეთში, თუკი გაგრძელდა ბანკებზე ზეწოლა და ჩვენ ეს ვნახეთ გუშინ პრემიერ მინისტრის განცხადების შემდეგ და დღეს, სამწუხაროდ, მხარი  აუბა ეროვნულმა ბანკმა, - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე აშშ-ს მიერ  ოთხი პირის დასანქცირების შემდეგ  ქართული მხარის რეაგირებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი ურთიერთობის გამწვავებაზე წავიდა, რასაც მხარი აუბა ეროვნულმა ბანკმა.

„როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ან საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ წარმომადგენელს, ასევე რუსეთის აგენტურის ე წ. „ალტ ინფოს“ დამფუძნებლებს. ეს არის უპრეცედენტო ხასიათის სანქცია. ის განსხვავდება თუნდაც იმ მძიმე სანქციისაგან, რომელიც იქნა გამოყენებული ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მიმართ, ვინაიდან ეს არის ამერიკის, ხაზინის ანუ ფინანსთა სამინისტროს სანქცია და გარდა ამისა, ეს 4 ადამიანი ის შეყვანილია მაგნიტსკის გლობალური სიაში. ამაზე მძიმე სანქცია არ არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალში რომც გაუქმდეს თუნდაც 3 ათასამდე რუსეთის წარმომადგენელი, ბიზნესმენები და პოლიტიკოსები, რომელთაც სანქციებს სხვათა შორის ყოველ ექვს თვეში აახლებს ხოლმე ევროკავშირი, რაც არ უნდა მოხდეს დედამიწის ზურგზე, როგორც იტყვიან, ეს ხალხი სამუდამოდ დარჩება მაგნიტსკის სიაში.  სამუდამოდ დარჩენილი ასე ვთქვათ იმ სიაში, რომელიც არის ბოროტების განსახიერება და რომელიც ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას ასახავს. Ასეთ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიეღო გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა მიეცა მითითება საფინანსო სისტემისათვის, რომ სანქციების გვერდის ავლა ან რაიმე ფორმით ან რაიმე მიზეზით, მისი არ დაცვა გამოიწვევს ქვეყნის ფინანსურ კოლაფსს.  ვერც ერთ ცენტს ვერ გადარიცხავს ქართული ბიზნესი უცხოეთში, თუკი გაგრძელდა ბანკებზე ზეწოლა და ჩვენ ეს ვნახეთ გუშინ პრემიერ მინისტრის განცხადების შემდეგ და დღეს, სამწუხაროდ, მხარი  აუბა ეროვნულმა ბანკმა.  მოვისმინეთ ეროვნული ბანკის აბსოლუტურად უაზრო განცხადება.

 ერთის მხრით, იგი ამბობს, რომ თურმე საქართველოში სანქციების აღსრულება მოხდება საქართველოს მოქალაქეების მიმართ იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას, მეორეს მხრივ, ამბობს, რომ საქართველოს კომერციული ბანკები და იცავენ საერთაშორისო სანქციების წესებს“, - აცხადებს  რომან  გოცირიძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა