ეს იყო ჩვეულებრივი სერგო ორჯონიკიძის გამოსვლა ამერიკის კონგრესში - ირაკლი კობახიძე ეკა გიგაურზე
...
ეს იყო ჩვეულებრივი სერგო ორჯონიკიძის გამოსვლა ამერიკის კონგრესში – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ახალი ის გაიგო, რომ გიგაურს ინგლისური ენა არ სცოდნია.
„ეკა გიგაურს რაც შეეხება, ეს იყო მორიგი ლუსტრაცია, ეს იყო ჩვეულებრივი სერგო ორჯონიკიძის გამოსვლა ამერიკის კონგრესში. ერთადერთი ახალი, რაც გავიგეთ ამ გამოსვლიდან, არის ის, რომ ეკა გიგაურს წესიერად ინგლისურიც კი არ სცოდნია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხთან დაკავშირებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორმა ეკა გიგაურმა ისაუბრა.